ტურიზმი
21/02/2022

"რიყის დოქებში", შესაძლოა, ღვინის მუზეუმი მოეწყოს

ე.წ. რიყის დოქების სააუქციონო პირობები იცვლება. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ის აუქციონზე საგამოფენო სივრცის მოწყობის პირობით გაიყიდება. 

ლევან დავითაშვილის თქმით, "რიყის დოქების" ერთ სივრცეში ღვინის მუზეუმის მოწყობა განიხილება, რაც ტურისტების მოზიდვას ხელს შეუწყობს.  

"წინა აუქციონის შედეგად, გამოცხადებული ფასით, სამწუხაროდ ინვესტორების დაინტერესება ვერ მივიღეთ. იმედია, მოლაპარაკებებისა და ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ეს ობიექტი გაცოცხლდება. განსაზღვრულია, როგორც ტექნოლოგიური, სხვადასხვა ტიპის საგამოფენო სივრცის მოწყობა, ასევე, ღვინის მუზეუმის მოწყობა. ეს არის თემა, რომელზეც ხშირად საზოგადოებაში იყო პოლემიკა, რადგან ერთის მხრივ, ჩვენ გვაქვს უნიკალური არტერფაქტების კოლექცია, ალბათ ყველაზე ღირებული კოლექცია, რაც კი მსოფლიოში შეიძლება იყოს, რაც ეროვნულ მუზეუმშია შენახული", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

 

Businesspartner