ბიზნესი
09/05/2022

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია

საავტომობილო ინდუსტრია ახალი გამოწვევების წინაშეა. მაღალმა ინფლაციამ და ლოგისტიკურმა პრობლემებმა ავტომობილების გაძვირება გამოიწვია, რუსეთ-უკრაინის ომის გამო კი ინდუსტრიამ რეექსპორტიდან მნიშვნელოვანი შემოსავლები დაკარგა, სირთულეებია აზერბაიჯანის ბაზარზეც. ამ ფონზე ავტოინდუსტრია შეღავათების დაწესებასაც ითხოვს. 

როგორც საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსი ნონიაძემ გადაცემაში “ბიზნესპარტნიორი" განაცხადა, რუსეთ-უკრიანის ომმა გარკვეულწილად იმოქმედა ავტომობილების ჩამოყვანის ვადის გახანგრძლოვებაზე, რასაც დაემატა საკონტეინერო გადაზიდვების გაძვირება და სხვა გამოწვევები.

"ამასთან ადგილზე ჩამოყვანიდან გაყიდვამდე ვადაც გაიზარდა. კანონმდებლობით ორი თვე გვაქვს საშეღავათო და მესამე თვე ფასიანია. სამწუხაროდ, ჩამოყვანილი ავტომობილების დიდი რაოდენობა ამ სამ თვეში არ იყიდება და ავტოიმპორტიორებს უწევთ მანქანების დასაწყობება, საბაჟო ტერმინალში შეყვანა, რაც დამატებით ხარჯს წარმოადგენს მათთვის და აძვირებს ავტომობილების ფასსაც.

რაც შეეხება გამოსავალს, სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მცირე პერიოდის განმავლობაში მაინც შეღავათიან 2 თვეს დაუმატოს მესამე ერთი თვე, თუმცა მათი პოზიცია ჩვენთვის ცნობილია და ამ ინიციატივაზე არ დათანხმდებიან. მაგრამ, ბიზნესს, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო საქართველოში, ახლა უჭირს და რაღაც დათმობებზე წასვლა აუცილებელია," - აცხადებს ალექსი ნონიაძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022