ბიზნესი
08/04/2022

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს

„პანდემიისა და ახალი გამოწვევების ფონზე სადაზღვევო ბაზარი სტაბილურია და განვითარების პერსპექტივა გააჩნია. არსებული შოკების მიუხედავად სადაზღვევო სექტორის მდგრადობა უნდა შენარჩუნდეს,“ - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძემ დავით ონოფრიშვილისგან სადაზღვევო სექტორის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში მოისმინა.

„დღეს სადაზღვევო ბაზარზე წარმოდგენილია 18 სადაზღვევო კომპანია ჯამურად 325,7 მილიონ ლარიანი კაპიტალით, ხოლო ერთი წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 772,7 მილიონი ლარი, 105.4 მილიონით მეტი ვიდრე 2020 წელს. აქედან მოზიდული პრემიის უდიდესი ნაწილი ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის (305.5 მილიონი ლარი) თითქმის 38 მილიონი ლარით მეტი ვიდრე 2020 წელს, თუმცა საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 17% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით, რაც ვფიქრობ უნდა გაიზარდოს. საჭიროა აქტიურობა, მეტი ახალი სადაზღვევო პროდუქტები და უფრო მაღალი კონკურენცია. რაც შეეხება სხვა ფინანსურ მაჩვენებლებს: 2021 წელი სადაზღვევო სექტორმა 41,6 მილიონიანი წმინდა მოგებით დაასრულა, მაგრამ ეს მაჩვენებელი პანდემიურ 2020 წელთან შედარებით 6 მილიონით ნაკლებია, ამასთან, წინასწარი მონაცემებით, რამდენიმე კომპანიისთვის გასული წელი ზარალიანი აღმოჩნდა.“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, გაიმართება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, სადაც დეტალურად განიხილავენ სადაზღვევო სექტორის 2021 წლის საქმიანობის შედეგებს და იმ გამოწვევებს, რომლის წინაშე დღეს სადაზღვევო ინდუსტრია დგას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022