ბიზნესი
10/07/2023

"მალამო“ ამერიკული დანადგარებით თბილისში ჯინის ახალ საწარმოს გახსნის

ბაზარზე 2 თვის წინ გამოჩენილი, ჯინის ახალი ბრენდი „მალამო“ საკუთარი საწარმოს გახსნას გეგმავს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ბრენდის თანადამფუძნებელმა ბექა გუჯეჯიანმა განუცხადა, ჯერჯერობით საწარმოს ზუსტი ლოკაცია შერჩეული არ არის, მაგრამ ის თბილისში აშენდება.

„ამჟამად, „მალამოს“ ჩვენი კონტრაქტორი კომპანიის საწარმოში, გორთან ახლოს - სოფელ შავშვებში ვაწარმოებთ, წლის ბოლომდე კი საკუთარი საწარმო გვექნება. დანადგარებს ველოდებით ამერიკიდან. ქარხნის ტერიტორიაზე გაკეთდება ბარიც, სადაც მომხმარებელი ადგილზევე შეძლებს ჩვენი ჯინის დაგემოვნებას“, - აღნიშნა ბექა გუჯეჯიანმა.

მან „მალამოს“ სხვა გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრენდი არსებული პროდუქტის კიდევ უფრო დახვეწას, ასევე სხვა სტილის ჯინების ჩამოსხმას განიხილავს.

„ამ ყველაფრის მისაღწევად კი უმთავრესი მიზანი საკუთარი დისტილერიის მოწყობაა, რაზე მუშაობაც უკვე დაწყებული გვაქვს. გვინდა 1 ლიტრიანი შეფუთვების გარდა, რომელიც უკვე გვაქვს, ნახევარ-ლიტრიანი შეფუთვებიც დავამატოთ. საბოლოო გეგმა კი, რა თქმა უნდა, უცხოურ ბაზარზე გასვლაა“, - განმარტა „მალამოს“ თანადამფუძნებელმა.

მისივე თქმით, ექსპორტზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოსთან, რომელთა ვინაობაც, ამ ეტაპზე არ სახლდება.

ცნობისთვის, „მალამოს“ ბრენდით ქართული წარმოების ჯინი ბაზარზე 2 თვის წინ გამოჩნდა, რეალიზაციაში კი 1 თვეა ჩაეშვა. „მალამო“ მაცერაციისა და ერთიანი გამოხდის მეთოდით მზადდება.

საბაზისო ნეიტრალური სპირტი ქართული ხორბლისგანაა გამოხდილი, ხოლო გამორჩეულობას გამოყენებული მცენარეების ხარისხი განაპირობებს. სამ ძირითად მცენარეს, მათ შორის ღვიას, „მალამოს“ დამფუძნებლები ბრიტანელი მომწოდებლებისგან იღებენ, დანარჩენ 10 ინგრედიენტს კი ადგილობრივად მოიპოვებენ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022