სოფლის მეურნეობა
10/10/2023
"არცერთი მტევანი ჩაუბარებელი არ დარჩება"- დავით სონღულაშვილი
"იმისდა მიუხედავად, რომ ყურძნის დიდი ნაწილი სეტყვის შედეგად დაზიანებულია, არცერთი მტევანი ჩაუბარებელი არ დარჩება,"-ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.
"რთველი აქტიურ ფაზაშია, მაგრამ მიმდინარე წელი ამინდიდან გამომდინარე გამოწვევებით სავსე იყო. ამან კი ყურძნის ხარისხზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა,"-აცხადებს სონღულაშვილი.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის სექტემბერში, კახეთის რამდენიმე რეგიონი დაისეტყვა, რის შემდეგაც, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კახეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო დახმარებას აღმოუჩენს. კერძოდ, მთავრობა დაზარალებულ მევენახეებს დაზიანებულ 1 ჰექტარზე 3500 ლარს გადაუხდის.