ეკონომიკა
02/10/2023

"მევენახეებს დაზიანებულ 1 ჰა-ზე ₾3500-ის დახმარებას გამოვუყოფთ" - ირაკლი ღარიბაშვილი

როგორც 2 წლის წინ გავაკეთეთ, ახლაც გვინდა დავეხმაროთ დაზარალებულ მევენახეებს და დაზიანებულ 1 ჰექტარზე 3500 ლარი გამოვუყოთ დახმარების სახით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს დაეხმარება მათ, რომ გამოიყენონ მიზნობრივად  დაზიანებული ვენახის გადარჩენაში და შემდეგ კვლავ აღდგენაში.
 
„მინდა, კიდევ ერთხელ, ჩვენი საზოგადოებისთვის განვმარტო შემდეგი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ჩვენ მივიღეთ რამდენიმე დღის წინ. მოგეხსენებათ, რომ კახეთის რეგიონში ახლა მიმდინარეობს ძალიან წარმატებულად რთველი, მე პირად მოვინახულე, ადგილზე ჩავედი და სიტუაცია არის ძალიან კარგი. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ჩვენს ხალხს. მევენახეებს, სამწუხაროდ, ძალიან ბევრს დაესეტყვა ათასობით ჰექტარი ვენახი, განადგურდა მათი მოსავალი, მიუხედავად იმისა,  ჩვენ ვთქვით, რომ, რა თქმა უნდა, ამ დაზიანებულ ყურძენს ჩავიბარებთ და ჩავიბარეთ კიდევაც, უკვე დაწყებულია პროცესი. 20 მლნ ლარის ღირებულების დაზიანებული, დასეტყვილი ყურძენი უკვე ჩაბარებული გვაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვინაიდან მათ ზიანი მიადგათ, გადავწყვიტეთ,  როგორც 2 წლის წინ გავაკეთეთ, ახლაც გვინდა დავეხმაროთ დაზარალებულ მევენახეებს და დაზიანებულ 1 ჰექტარზე 3500 ლარი გამოვუყოთ დახმარების სახით. ვფიქრობ, ეს დაეხმარება მათ, რომ გამოიყენონ მიზნობრივად ამ დაზიანებული ვენახის გადარჩენაში და შემდეგ კვლავ აღდგენაში“, -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023