APM ტერმინალს ფოთი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობას იწყებს
APM ტერმინალს ფოთისა და USAID-ის პარტნიორობა ფოთში ადგილობრივი მეწარმეების ბიზნეს უნარების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
4 მაისს პარტნიორობის მემორანდუმს APM ტერმინალს ფოთის გენერალურმა დირექტორმა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დირექტორის მოადგილემ მარიკა შიოშვილმა მოაწერეს ხელს.
თანამშრომლობის ფარგლებში, ტექნიკური დახმარების კომპონენტის მეშვეობით, კომპანიის პროგრამის -APMTerminals4Poti 80-ზე მეტ ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება განავითარონ თავიანთი ბიზნესის მართვის უნარ-ჩვევები, მიიღონ რჩევები და რეკომენდაციები დარგის ექსპერტებისგან და გახადონ საკუთარი საქმიანობა კიდევ უფრო წარმატებული. მცირე მეწარმეებისთვის ერთობლივი პროექტი ითვალისწინებს ინტენსიური ტრენინგკურსის ჩატარებას ფინანსური განათლების, ელექტრონული კომერციის და მარკეტინგის საკითხებზე.
,,მოხარული ვარ, რომ ეიპიემ ტერმინალს ფოთი იწყებს პარტნიორულ პროექტს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან. პროგრამა შექმნილია ფოთში საზოგადოების მხარდასაჭერად და ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის მდგრად განვითარებას, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და ბიზნესის მართვის საჭირო უნარ-ჩვევების ზრდას. ეს ის სფეროა, სადაც ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ ღირებულებას ადგილობრივი საზოგადოებისთვის და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან პარტნიორობის დაწყებით, კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ APM Terminals-ის ინტერესს ფოთის მოსახლეობის მიმართ“, - ამბობს გენერალური დირექტორი კელდ მოსგარდ კრისტენსენი.
,,მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ ეიპიემ ტერმინალს ფოთთან პროექტის APMTerminals4Poti ფარგლებში, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ერთობლივად დავეხმარებით ფოთში არსებულ 80 - ზე მეტ მეწარმეს უკეთ მართონ საკუთარი ბიზნესი და გაზარდონ შემოსავლები. ინიციატივის ფარგლებში მოხდება მეწარმეებისთვის ტრენინსგებისა და კონსულტაციების ჩატარება საბაზრო კავშირების ჩამოყალიბებასა და ონლაინ მარკეტინგის მიმართულებით“, - აღნიშნა მარიკა შიოშვილმა, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ.
პროგრამის შესახებ:
გასულ წელს „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ადგილობრივი მეწარმეობის მხარდასაჭერად დაიწყო მცირე ბიზნესის წახალისებისა და ხელშეწყობის პროგრამა -„ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“ (APMTerminals4Poti), რითაც ადგილობრივ მოსახლეობასთან კომპანიის ურთიერთობა თვისობრივად ახალ, თანამშრომლობის ფორმატში გადავიდა. APMTerminals4Poti-ის ფარგლებში მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კონკურსის წესით მოეპოვებინათ მიზნობრივი დაფინანსება.
პროგრამით გათვალისწინებული იყო 80-ზე მეტი მცირე ბიზნესპროექტის დაფინანსება, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, ფოთის მოსახლეობას გაუმარტივებს სასურველ პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე წვდომას.
APM Terminals არის Maersk ჯგუფის წევრი კომპანია, სათავო ოფისით ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში, რომელიც ახორციელებს 75 საზღვაო ნავსადგურისა და ტერმინალის ოპერირებას ხუთ კონტინენტზე, მსოფლიოს 42 ქვეყანაში. APM Terminals 2011 წლიდან უზრუნველყოფს ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოპერირებას.
ეიპიემ ტერმინალს ფოთი ბაზრის მთავარი მოთამაშეა კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში და მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ განვითარებაში. კომპანიის წვლილი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. ის არის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი და სამუშაო ადგილების შემქმნელი ქვეყანაში.
საქართველოში USAID-ის შესახებ: უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა USAID-ის მეშვეობით 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა. USAID-ის პროექტები შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს თავისუფალი და განვითარებული დემოკრატიის პრინციპების დანერგვაში. USAID-ი ახორციელებს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: http://georgia.usaid.gov.
USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ: 5-წლიანი, USAID-ის მიერ $23 მილიონით დაფინანსებული პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ. პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ. https://www.facebook.com/EconSecProgram