ბიზნესი
17/06/2021

ონში საკურიერო კომპანია "ონო" შეიქმნა

ონში საკურიერო კომპანია "ონო" შეიქმნა. კომპანია ამ ეტაპზე ონს და მის უახლოეს სოფლებს ემსახურება.

"ონოს" დამფუძნებელი ნიკა გუგეშაშვილის თქმით, საკურიერო კომპანიის შექმნის იდეა ბაზარზე მსგავსი მომსახურების მოთხოვნამ განაპირობა.

"ეს სერვისი პანდემიის დროს მეტად აქტუალური გახდა მობილობის შესამცირებლად. მუშაობა დავიწყეთ 2021 წლის 3 ივნისიდან. მომხმარებელს ჩვენს რაიონში არსებული ყველა იმ ობიექტის სერვისს ვთავაზობთ, რომელსაც მოითხოვენ. როგორც კაფე-ბარებიდან ასევე მარკეტებიდან თუ აფთიაქებიდან. ეტაპობრივად ყველა სოფელს შევთავაზებთ ჩვენ სერვისს.

მოლოდინმა გაამართლა და მოთხოვნაც ყოველდღიურად მზარდია. ამ სიახლეს დადებითი შეფასება მოჰყვა როგორც ხალხისგან, ასევე ობიექტების მეპატრონეებისგან. გადახდა ნაღდი ანგარიშსწორებით ან ონლაინ ბანკით ხდება. მიტანის სერვისის ღირებულება 3-დან 9 ლარამდე მერყეობს," – აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

საკურიერო მომსახურება 10–ზე მეტ სოფელშია ხელმისაწვდომი, ხოლო ფასები შემდეგნაირადაა განსაზღვრული: ონი – 3 ლ, ღარი, ლაგვანთა, წმენდაური, ჭალა და ლაჩთა – 4 ლ, ნიგვზნარა–5 ლ, ზუდალი და ნაკიეთი –7 ლ, უწერა, სორი – 9 ლარი.

"სამომავლოდ, ამბროლაურის რაიონსაც შევთავაზოთ ჩვენს მომსახურებას. მანამდე კი ონის დანარჩენ სოფლებს მოვიცავთ. ამ ეტაპზე ერთი მანქანა და ერთი მოპედი გვყავს, რომელთა რიცხვიც მალე გაიზრდება," – ამბობს ნიკა გუგეშაშვილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023