ზაალ კაპანაძე: GMP და GDP სტანდარტი ფასებთან კორელაციაში არ არის
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის, ზაალ კაპანაძის განცხადებით, ფარმაცევტულ ბაზარზე GMP და GDP სტანდარტის ამოქმედება, მედიკამენტების გაძვირებას და დეფიციტს არ გამოიწვევს.
"GMP და GDP სტანდარტი ფასებთან არანაირ კორელაციაში არ არის.
რაც შეეხება დეფიციტის ნაწილს, საქართველოში ბაზარზე არსებული წამლების 87% იმპორტირებულია, მხოლოდ 13%-ია ადგილობრივი წარმოება. საქართველოში შემოტანილი მედიკამენტების უმრავლესობა ევროპული წარმოებისაა, იმპორტირებული მედიკამენტების უმრავლესობა GMP სტანდარტს აკმაყოფილებს",- აღნიშნა ზაალ კაპანაძემ.
მისი თქმით, პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი მწარმოებელი და იმპორტიორი სტანდარტის დაკმაყოფილების თვალსაზრისით თანაბრდებიან. ორივე მათგანი უნდა აკმაყოფილებდეს GMP სტანდარტს.