საზოგადოება
29/09/2021

"მოქალაქეებს ხარისხიანი მედიკამენტები უნდა მივაწოდოთ" - 2022 წლიდან ახალი სტანდარტი ამოქმედდება 

2022 წლის იანვრიდან ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე GMP და GDP სტანდარტი ამოქმედდება. 

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის, ზაალ კაპანაძის შეფასებით, ახალი სტანდარტის დანერგვა საქართველოში წარმოებული მედიკამენტის ხარისხს გააუმჯობესებს.

"2020 წლის იანვრიდან კომპანიებს ვალდებულება აქვთ, რომ უნდა დააკმაყოფილონ კარგისაწარმოო პრაქტიკა, აგრეთვე სადისტრიბუციო პრაქტიკა. აღნიშნული ხარისხობრივ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. საბოლოოდ, პროდუქტის მომხმარებლები, რომელსაც აღნიშნული კომპანიები აწარმოებენ, არიან ჩვენი მოქალაქეები. სამინისტრო, მწარმოებლები, რეგულირების სააგენტო ვთანხმდებით იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, გარემო, სადაც იწარმოება მედიკამენტები, იყოს შესაბამისად სტრუქტურიზებული, რადგან მოქალაქეებს ხარისხიანი მედიკამენტები მივაწოდოთ. 2022 წლის იანვრიდან ეს სტანდარტი მთლიანად შემოდის ქვეყანაში. ამ სტანდარტზე გადასვლა მწარმოებელ კომპანიებს იმპორტის გაზრდის საშუალებას მისცემს", - აღნიშნა ზაალ კაპანაძემ. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში 70-მდე ფარმაწვეტული კომპანიაა, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ფარმაცევტულ პროდუქციას აწარმოებენ. იმის გასარკვევად, რამდენი დააკმაყოფილებს ახალ სტანდარტს, კომპანიებმა შესაბამისი ინსპექტირება უნდა გაიარონ. 

"სააგენტოს თანამშრომლები ადგილზე მივლენ და შეისწავლიან საწარმოს ხარისხობრივ შემადგენელს. შესაბამისად ამის შემდეგ გვეცოდინება, ვინ დააკმაყოფილა და ვინ არა", - განაცხადა ზაალ კაპანაძემ. 

ზაალ კაპანაძის ინფორმაციით, საქართველოს მეზობელი ქვეყნები ახალ სტანდარტზე არიან გადასულები. 

"ეს არის ხარისხობრივი შემადგენელი, რომელიც გადის ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე", - განაცხადა ზაალ კაპანაძემ. 

მისი თქმით, რეგულირების სააგენტო მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ რამდენიმე კომპანია სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა და დაიხურა. 

"ასევე ამოღებულია პროდუქცია, რომელიც მათ მიერაა ნაწარმოები. ქსელში თუ იყო გაშვებული პროდუქცია, ასევე ქსეილდანაც არის ამოღებული", - აცხადებს ზაალ კაპანაძემ. 

ინფორმაციისთვის, GMP და GDP სტანდარტებზე გადასვლასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში ფარმაცევტთა ასოციაციასთან და ფარმაცევტულ მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023