თამარ გაბუნია: ვაქცინაციის ტემპმა მოიმატა, ამის მიზეზია "მწვანე საშვი" და ფინანსური წახალისება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპა მოიმატა. გაზრდილია პირველი დოზით აცრის მაჩვენებელი. მისი შეფასებით, ამაზე გავლენა მოახდინა "მწვანე საშვის" ამოქმედებამ და 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ფინანსურმა წახალისებამ.
"ძალიან დადებითი შედეგი აქვს ფინანსური წახალისების სქემას, რომელიც 8 ნოემბრიდან ამოქმედდა. ყოველდღიურად ამ ასაკობრივ ჯგუფში 3000-4000 იცრება. პირველი დოზით აცრა მომატებულია. ბუსტერდოზებზე დღეს მაღალი აქტივობა არ არის, რადგან 6 თვიანი ინტერვალის გასვლა უმრავლეს შემთხვევაში იქნება დეკემბრის დასაწყისში ან ბოლოს", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ინფორმაციისთვის, "მწვანე ბარათი" დღეიდან ამოქმედდა. აგრეთვე, 60 წლის ზემოთ ასაკის პირები, აცრის შემთხვევაში 200 ლარიან ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.