თამარ გაბუნია: კოვიდ სასტუმრო აღარ ამართლებს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, "ომიკრონის" შემთხვევაში ძალიან მოკლე ინკუბაციური პერიოდის გათვალისწინებით, ეფექტიანობის, ასევე ხარჯთეფექტურობის კუთხით, კოვიდ სასტუმრო თავის არსებობას აღარ ამართლებს.
"ბოლო პერიოდში 150 000-დან 200 000-მდე აქტიური შემთხვევა იყო, რომელსაც ჯანდაცვის სექტორი მართავდა, აქედან დაახლოებით 3 000-მდე სარგებლობდა კოვიდ სასტუმროთი, რაც ძალიან მცირე პროცენტია იმ მოსახლეობის, ვინც დღეს აქტიურად იმართებოდა ბინაზე. კოვიდ სასტუმროს მოდელი შეიცვლება და გადავალთ სრულად სათემო მოვლაზე, რაც ბევრი ქვეყნისთვის მისაღები მოდელია.
საქართველოში კოვიდ სასტუმროების ასეთი ინტენსიური გამოყენება რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო "დელტა" შტამის და პირველი, ძალიან მძიმე ტალღის დროს, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში. ახლა საკმარისი საწოლფონდია, რომ საჭიროების შემთხვევაში მართვა მოხდეს ჰოსპიტალურ სექტორში", -აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, მარტიდან კოვიდ სასტუმროები უქმდება.