საზოგადოება
22/02/2022

1 მარტიდან კოვიდ სასტუმროები უქმდება

სააკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან კოვიდ–სასტუმროები უქმდება. 

1 მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები, ე.წ. კოვიდ-სასტუმროები, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული პროტოკოლებიდან გამომდინარე, დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება.

ასევე, უქმდება თერმოსკრინინგის და ჟურნალის წარმოების ვალდებულება.

უქმდება დეზობარიერების ქონის ვალდებულება და სასტუმროებს მიეცემათ საშუალება თავის სტუმრებს "ბუფეტის" მეშვეობით გაუწიონ მომსახურება.

Businesspartner