საზოგადოება
15/02/2022

თამარ გაბუნია: ელექტრონული რეცეპტების ფართოდ გამოყენება მოკლე დროში იქნება შესაძლებელი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ელექტრონული რეცეპტი ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამების ფარგლებში აქტიურად გამოიყენება. 2021 წელს, ამ პროგრამის საშუალებით 1 მლნ-ზე მეტი რეცეპტი გატარდა. 

"ეს ციფრი იმის მაჩვენებელია, რომ სისტემა თავისთავად გამართულია და მუშაობს", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

მისი თქმით, ელექტრონული რეცეპტის აქტიური დანერგივსთვის, საკონსულტაციო ჯგუფთან განხილვის შედეგად, კონკრეტული გეგმა ჩამოყალიბდა. 

"ეს გეგმა ითვალისწინებს, ელექტრონული რეცეპტის პრომოციას, რადგან ნორმატიული ბაზა და მოთხოვნა, არსებობს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ექიმი, რომელიც წერს რეცეპტს, სარგებლობდეს ელექტრონული ბაზით, მნიშვნელოვანია სოფლად ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, კომპიუტერით უზრუნველყოფა, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ვფიქრობ, უმოკლეს ვადაში, შესაძლებელი იქნება ელექტრონული რეცეპტის უფრო ფართოდ გამოყენება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ელექტრონული რეცეპტების სისტემის ამოქმედება მარტისთვის დააანონსა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროცესი დაწყებულია, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების დონეზე. 

Businesspartner