ფოტო: jurist.org
ბიზნესი
14/02/2022

პრემიერი: ელექტრონული რეცეპტები მარტიდან დაინერგება

პრემიერი მარტიდან ელექტრონული რეცეპტების სისტემის ამოქმედებას აანონსებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროცესი დაწყებულია, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებებზე.

პრემიერი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ადრე არსებული ბარიერების მოხსნას, მაგალითად მოჰყავს მედიკამენტის იმპორტისთვის ლიცენზიის აღების ვადის 45 სამუშაო დღიდან 7 დღემდე შემცირება.

"ეს შეუწყობს ხელს კონკურენციის გაძლიერებას. იმპორტიორებს უნდა გავუხსნათ გზა. გვინდა, რომ ბაზარი მაქსიმალურად გავხსნათ, რომ მეტმა შემოიტანოს, მეტი კონკურენცია იყოს, ნაკლები ფასები იყოს მედიკამენტებზე და რა თქმა უნდა, ეს ჩვენს მოქალაქეებს დაუზოგავს თანხებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ფარმაცევტული კომპანიები, იმპორტიორები უკვე მუშაობენ რომ შემოიტანონ ხარისხიანი, იაფი მედიკამენტები თურქეთიდან და უახლოეს რამდენიმე კვირაში დაიწყება მედიკამენტების აფთიაქებში შეტანა.

"ესეც შვება იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის იმიტომ, რომ რეალურად, ეს ხარჯები დიდ ტვირთად აწევს ჩვენს მოსახლეობას, მაღალი ფასები მედიკამენტებზე აბსოლუტურად მიუღებელია, ამიტომ, ამაზე ჩვენ რეაგირებაც გვქონდა და გამოსავალიც ვიპოვეთ მარტივად", - განაცხადა პრემიერმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
05

11/07/2023
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020