საზოგადოება
23/06/2022

შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 600 ლარამდე ხელფასს იღებენ - PMC-ის კვლევა

2022 წლის მაისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით, 14.6%-ით არის გაზრდილი.

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით,  2022 წლის მაისში, იმ ადამიანების
რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 24.3%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

ამავე პერიოდში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 16.7%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2022 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 42%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 96%-ით არის გაზრდილი. ხოლო, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 9 600 ლარზე მეტ ხელფასს იღებდნენ, 1.4%-ს შეადგენდა. 

კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, გაზრდილია JOBS.GE-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022