საზოგადოება
06/03/2021
შალვა ოგბაიძე: ახალ მიკროავტობუსებში მოთხოვნა "ჩართე კონდიციონერი" წარსულს ჩაბარდება
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ თბილისში დამატებით კიდევ 700 ახალ ლურჯ მიკროავტობუსს შემოიყვანენ.
„ისევე როგორც ადამიანები, ეს მიკროავტობუსებიც ცოცხლობენ, ნელ-ნელა ძველდებიან და მათი შეცვლის აუცილებლობა დგება. ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი დაწყებულია და ეტაპობრივად მოხდება დანარჩენების შეცვლაც.
აგრეთვე, წარსულს ჩაბარდება “ჩართე კონდიციონერი“, და რაც ყველაზე მთავარია, მძღოლზე აღარ არის დამოკიდებული საწვავის რაოდენობა. სულ სხვა სქემა მუშაობს. მათ აქვთ თავისი განსაზღვრული ხელფასი“,- აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.
შეგახსენებთ, რომ აპრილიდან ლურჯი მიკროავტობუსები ერთიანი გადახდის სისტემაში ჩაერთვებიან.
ამ ეტაპზე თბილისში 300 ახალი ლურჯი მიკროავტობუსი მოძრაობს.