საზოგადოება
06/03/2021

ლურჯი მიკროავტობუსები ერთიანი გადახდის სისტემაში ჩაერთვებიან

აპრილიდან ლურჯი მიკროავტობუსები ერთიანი გადახდის სისტემაში ჩაერთვებიან. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ მიიღო.

დღეს არსებული წესით, საათნახევრის განმავლობაში ერთი გადახდის პრინციპით 2 სახეობის ტრანსპორტით, მეტროთი და ავტობუსით არის შესაძლებელი გადაადგილება. აპრილიდან კი, ამას ლურჯი მიკროავტობუსი დაემატება.

როგორც თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, შეღავათების პაკეტი, რაც მოქმედებს მეტროსა და ავტობუსში, გადავა ლურჯ მიკროავტობუსებში.

„ლურჯმა მიკროავტობუსებმა ნამდვილი საზოგადოებრივი დანიშნულება შეიძინეს, მიუხედავად იმისა, რომ კერძო კომპანიაა“, - აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.

მისი თქმით, ახალი მიკროავტობუსები მხოლოდ შიდა საუბნო გზებზე გადაადგილდებიან. მგზავრობის ფასი 50 თეთრი იქნება.

ამ ეტაპზე თბილისში 300 ახალი ლურჯი მიკროავტობუსი მოძრაობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023