სებასტიან მოლინეუსი: საქართველომ ციფრულ სამყაროში შესანიშნავი მოგზაურობა დაიწყო
“საქართველომ დაიწყო შესანიშნავი მოგზაურობა ციფრულ სამყაროში“, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა, გურიაში ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სოფლების ინტერნეტიზაცია შესაძლებლობას უქმნის, როგორც ახალგაზრდების განათლებას, ისე მოსახლეობას, წარმოების განვითარების კუთხით.
“ეს პროექტი ქვეყანას მომავალში გაუხსნის ფანჯარას, იქნება ახალი შესაძლებლობები, ძირითადად სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის. ეს არის ფასდაუდებელი პროექტი, განსაკუთრებით კოვიდპანდემიის პირობებში, რადგან ძალიან ბევრი შესაძლებლობა იქმნება ინტერნეტის საშუალებით. ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ვადასტურებ, რომ პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს მსოფლიო ბანკი და ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკი, დააკავშირებს მეტ ადამიანს, მეტ საწარმოს, მეტ დაწესებულებას მთელ ქვეყანაში.
ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ რომ ეს პროექტი ბავშვებს შესაძლებლობებს მოუტანს. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ონლაინ სწავლების პროგრამებში, განსაკუთრებით მიუვალ რეგიონებში, სადაც რთულია წვდომა ინტერნეტზე. წარმოიდგინეთ, რა სარგებელს მიიღებს ადგილობრივი წარმოება სოფლის მეურნეობის სფეროში, რომელიც ონლაინ გაყიდიან თავიანთ ნაწარმს. მოსახლეობა ზოგადად სარგებელს მიიღებს ციფრული ფინანსური მომსახურებით, საჯარო მომსახურებით, ინტერნეტის საშუალებით უშუალოდ მოხდება ურთიერთობა, ტელემედიცინით ისარგებლებენ.
არც ისე დიდი ხნის წინ შატილში ვიყავი. თუ შეხედავთ სოფლად რა პირობებია, ბავშვები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ფეხით მიდიან იმ ადგილამდე, სადაც სიგნალს კარგად იჭერს კომპიუტერი იქნება, თუ ტელეფონი. ამ პროექტის ფარგლებში, ეს ნაკლოვანება აღმოიფხვრება. ბავშვები თავისუფლად შეძლებენ სახლიდან გაუსვლელად ისწავლონ და ჩაერთონ ინტერნეტში. მე მახარებს ის ფაქტი, რომ მსოფლიო ბანკი არის ძლიერი პარტნიორი საქართველოს მთავრობის. საქართვეოს ვეხმარებით ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, ინოვაციების განვითარებაში, ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, როგორც რეგიონებში, ასევე დიდ ქალაქებში. ასევე მახარებს, რომ კერძო სექტორსაც ვეხმარებით, ტურიზმს, სოფლის მეურნეობას, ყველა ეს ინიციატივა, მიმაჩნია, რომ საქართველოს უფრო კონკურენტულს გახდის, როგორც ქვეყანას, იქ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ხალხს ექნება მეტი და უკეთესი შესაძლებლობა“,- განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.