საზოგადოება
29/04/2022

საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირისგან ოპტიმისტური მოლოდინები აქვს

საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა. შესაბამისად, ქვეყანა ევროკავშირის მიერ გადმოცემული კითხვარისთვის კარგად არის მომზადებული. 

კითხვარის შევსების შემდეგ, საგარეო უწყების ხელმძღვანელს ევროკავშირისგან ოპტიმისტური მოლოდინები აქვს. 

"ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმირების პროცესი გავიარეთ. ჩვენი განვილილი გზა ამ ხაზით, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საქართველო კარგად არის მომზადებული ამ კითხვარისთვის. ყველა სახელმწიფო უწყება, საქვეუწყებო დაწესებულება ძალიან აქტიურად იყო ჩართული და ჩვენი მოლოდინები არის ოპტიმისტური", - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. 

მისი თქმით, ევროკავშირისგან გადმოცემული კითხვარის პირველი ნაწილი გასაჯაროებულია უკვე. გასაჯაროვდება მეორე ნაწილიც. რაც შეეხება პასუხებს გასაჯაროებას, მინისტრის თქმით, არ არის ისეთი საკითხები, რომლის გასაჯაროება მიზანშეწონილი არ არის.  

ინფორმაციისთვის, საქართველომ მოამზადა კითხვარის პირველი ნაწილი, რომელიც აუცილებელია ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.

Businesspartner