საზოგადოება
18/05/2021

რამდენად ეფექტურია Sinovac-ი - თამარ გაბუნიას განმარტება 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს ჩინური წარმოების ვაქცინის Sinovac-ის ეფექტურობას. 

მისი თქმით, პირველი მონაცემები ბრაზილიის კვლევიდან არსებობს, სადაც ვაქცინამ ინფექციის გადაცემის კუთხით 56%-იანი ეფექტურობა აჩვენა. თუმცა, მძიმე შემთხვევების და სიკვდილიანობის თავიდან აცილების თვალსაზრისით ეფექტურობა 90%-ს აჭარბებს. 

ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გამოქვეყნდა ინდონეზიაში ჩატარებული კვლევის შედეგებიც, სადაც Sinovac გამოიყენეს, იქ ვაქცინის ეფექტურობის მაჩვენებელი ბევრად მაღალია - 86%. 

“ამდენად, Sinovac-ის მაჩვენებლები და პოტენციალი, რომ დაიცვას ადამიანი, როგორც ინფიცირებისგან, ასევე ლეტალური და მძმე შემთხვევებისგან, საკმაოდ მაღალია. ჯანმოს ექსპერტების მიერ გამოქვეყნებული კარგი დასვკნაც სწორედ ამას ემყარება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

ინფორმაციისთვის, Sinovac-ით ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან იგეგმება. საქართველოს ჩინეთმა ვაქცინის 100 000 დოზა აჩუქა. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023