საზოგადოება
18/05/2021

Sinovac-ით ვაქცინაცია იწყება - რა ასაკობრივი ჯგუფი შეძლებს აცრას

საქართველოში ჩინური წარმოების Sinovac-ით ვაქცინაციის დაწყება მომდევნო კვირიდან იგეგმება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, ვაქცინაციის დაწყების ზუსტ თარიღს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გააჟღერებს. 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, Sinovac-ით 18 წლის ზემოთ ასაკის პირები აიცრებიან. 

“Sinovac ჯანმოს ავტორიზაციას ელოდება. ექსპერტების შუალედური დასკვნა, რომელიც დადებითად ახასიათებს Sinovac-ის შედეგებს, უკვე გამოქვეყნებულია. ვფიქრობთ, აღნიშნულ ვაქცინას ავტორიზაცია მალე მიენიჭება“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ჩინეთმა Sinovac-ის 100 000 დოზა აჩუქა.