საზოგადოება
08/06/2022

რაქვიაშვილი: როგორ შეიძლება, წყლის მომარაგების ბიზნესი 21-ე საუკუნეში რეგულირებადი იყოს

"გირჩის" წევრს ალექსანდრე რაქვიაშვილს მიაჩნია, რომ დედაქალაქში წყლის მომარაგების სფეროში კონკურენცია უნდა გაჩნდეს.

"თბილისში წყალი რომ არ გვაქვს, სრული კატასტროფაა. ეს ტექნიკური პრობლემა არ არის, ეს არის კომუნისტური იდეოლოგიის გადმონაშთი, რომ წყლის მომარაგების ბიზნესი უნდა იყოს რეგულირებადი, 1 კომპანიის ხელში და არ შეიძლება იყოს კონკურენცია. მე რომ ვაკეში მომინდეს სხვა ქსელის აშენება, ამის უფლება არ მაქვს. 

სხვა პრობლემის ნაწილია, რომცა სემეკი, კონკურენციის სააგენტო პარლამენტში მოდიან, რაღაცეებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ასეთი ცალსახა პრობლემა რომ გვაქვს, ამას ვატარებთ. დეპუტატები, რომლებიც თბილისის მერიის და კახა კალაძის მხარდამჭერები არიან, ჩვენს ნაცვლად ხომ უნდა ჩხუბობდნენ?! - რომ ეს რა GWP გვყავს, გააგდეთ და წესიერი, კონკურენტული ღია ბაზარი გააკეთეთ. 

როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში წყლის მომარაგების ბიზნესი რეგულირებადი იყოს. მაგრამ ეს დისკუსია არ იმართება, ძალიან ხშირად პარლამენტში დისკუსიის ნაწილი ჩახშულია. ზოგჯერ პარლამენტის დარბაზში ისეთი სიტუაციაა, რომ პოპკორნით ჯდომა უკეთესია", - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე. 

სესიაზე GWP კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გააკრიტიკა. 

Businesspartner