საზოგადოება
08/06/2022

ყაზბეგის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის პროექტირება მიმდინარეობს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტს 24 საათიანი წყალმომარაგება სავარაუდოდ 2025 წლიდან  ექნება. როგორც ყაზბეგის მერის მოადგილე თამაზ ალიბეგაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ამ ეტაპზე დასრულებულია კონცეპტუალური პროექტირება, ახლა კი დეტალური პროექტირება მიმდინარეობს.

„აპროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. სამშენებლო სამუშოები არ დაწყებულა. ამ ეტაპზე დაბას და რამდენიმე სოფელს წყალი გრაფიკით მიეწოდება. ამას ტურისტული სეგმენტი უფრო ნაკლებად განიცდის, რადგან მათ უმრავლესობას წყლის რეზერვუარები აქვს დაყენებული. მოსახლეობაზ კი ეს პრობლემა საკმაოდ მძაფრად აისახება,“ - აცხადებს ალიბეგაშვილი.

შეგახსენებთ, მთავრობა გეგმავს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, მომდევნო 3 წელიწადში წყალმომარაგების პროექტი დასრულდეს. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი დაფინანსდება, დაახლოებით, 350 მლნ ლარით და მაქსიმუმ 2025 წელს ყველა ქალაქს 24 საათიანი წყალი ექნება.