საზოგადოება
18/04/2022

ირაკლი ღარიბაშვილი: 2025 წელს ყველა ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

მთავრობა გეგმავს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, მომდევნო 3 წელიწადში წყალმომარაგების პროექტი დასრულდეს. 
 
პრემიერის თქმით, აღნიშნული პროექტი დაფინანსდება, დაახლოებით, 350 მლნ ლარით და მაქსიმუმ 2025 წელს ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალი.
 
"რეგიონებში წყალმომარაგების პრობლემა არის ჯერ კიდევ მოუგვარებელი, გადაუჭრელი. გვაქვს დაგეგმილი, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, მომდევნო 3 წელიწადში დასრულდეს წყალმომარაგების პროექტი და 24 საათიანი წყალმომარაგება უნდა მიეწოდოს ყველა მუნიციპალიტეტს, ყველა ქალაქს. აღნიშნული პროექტი დაფინანსდება, დაახლოებით, 350 მლნ ლარით და მაქსიმუმ 2025 წელს ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალი" , - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.