საზოგადოება
28/06/2021

პრემიერი ანაკლიაზე: ხაზარაძემ და მისმა ჯგუფმა $3 მლნ დახარჯეს და არაფერი გააკეთეს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მამუკა ხაზარაძეს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით უმოქმედობაში ადანაშაულებს.

პრემიერის თქმით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა 3 მილიონი დოლარი დახარჯა, თუმცა რეალურად არაფერი გაუკეთებიათ.

“შედარებისთვის ვიტყვი, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ჯიბიდან დახარჯა 3 მილიარდი დოლარი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პროექტისთვის, რომელსაც ის თავად უწოდებს საუკუნის პროექტს, დახარჯა 3 მილიონი დოლარი. დღეს ხაზარაძე და მისი ჯგუფი წასულია უცხოეთის სასამართლოში და ქვეყანას უჩივის 1.5 მილირიად დოლარს, რომ ქვეყანას, ჩვენს ხალხს წაგლიჯოს ეს თანხა. თქვენეული ხედვა არ არის საუკუნის პროექტი, ეს არის საუკუნის ძარცვის პროექტი, მაშინ, როცა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ყველა პრემიერის დროს ანაკლიის პროექტს სრული მხარდაჭერა ჰქონდა, მთავრობამ დახარჯა 60 მილიონი ლარი, 300 მილიონი ლარი ჰქონდა აღებული ვალდებულება, მიწები გამოისყიდა, შემდეგ 100 მილიონი დოლარი ჰქონდა ასევე ვალდებულების სახით აღებული და 4-ჯერ გადაუვადეს შესრულება. დღეს რომ ჩახვალთ ანაკლიაში, ნახავთ, რომ იქ არის ქვიშის გორები და ხალხი ვერ სუნთქავს. დაიწყეს რაღაც სამუშაოები, ჩემი ინფორმაციით, ხაზარაძის და მისი ჯგუფის მიერ 3 მილიონი დოლარი არის დახარჯული და რეალურად შესრულებულია არაფერი. ამბობენ, რომ დახარჯეს 80 მილიონი, დავუშვათ დახარჯეს ეს თანხა, მაინც უჩუვიან 1.5 მილიარდს ჩვენს გაღარიბებულ ქვეყანას. ამდენი ფარისევლობა და სიყალბე დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მამუკა ხაზარაძის განცხადების საპასუხოდ.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023