მამუკა ხაზარაძე: ანაკლიის პროექტზე ტენდერი ვერ ჩატარდება, ახალი ინვესტორი არ შემოვა
მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით პოლიტიკური ნება არ არსებობს.
ფრაქცია „ლელოს" ლიდერმა პრემიერის ანგარიშის წარდგენაზე პრემიერს მიმართა და განაცხადა, რომ ახალი ტენდერი ვერ ჩატარდება, ინვესტორი ამ პროექტში არ შევა.
„ეკონომიკის მინისტრი ესწრება სხდომაზე და ის ერთადერთი ადამიანი იყო მაშინ, რომელიც სულ ცდილობდა, რომ რაღაც გამოსულიყო ანაკლიის პროექტიდან, მაგრამ ახლა ვერ ცდილობს იმიტომ, რომ პოლიტიკური ნება არ გაგაჩნიათ.
თუ ინვესტორს 80 მილიონს წაართმევ, იქ ახალი ტენდერი ვერ ჩატარდება, იქ ახალი ინვესტორი არ შემოვა არა მარტო იმ პროექტში, არამედ საერთოდ არავინ შემოვა. ეს არის უმნიშვნელოვანესიო პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში. ამიტომ შეხვდით სასწრაფოდ ინვესტორებს, შეაჩერეთ საერთაშორისო დავა, რომელიც ვაშინგტონში და ჟენევაში მიდის, გააფორმეთ შერიგების კონტრაქტი და ამის მერე ინვესტორებიც გამოჩნდებიან", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.