ნიკოლოზ სამხარაძე: GWP-ში დიდი ინვესტიცია ჩაიდო და ალბათ წყალმომარაგების პრობლემა გამოსწორდება
"ქართული ოცნების" წევრის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, წინა წელს კომპანია GWP-ში თითქმის 200 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. დეპუტატი იმედოვნებს, რომ დედაქალაქში წყალმომარაგების კუთხით პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება.
"წინა წელს კომპანია GWP ესპანურმა კომპანია "აკვალია"-მ იყიდა და თითქმის 200 მლნ დოლარი გადაიხადა. დასავლური ევროპული მსხვილი კომპანიები 200 მლნ დოლარს არ იხდიან ისეთ კომპანიებში, რომელსაც არანაირი პერსპექტივა არ აქვს. თუმცა, გუშინ მოხდა სტიქია და ჩვენ ყველა ამის მომსწრე ვიყავით. სამწუხაროა, რომ თვითონ კომპანიას იმის გამო, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ იცვლებოდა ქსელები, პრობლემები აქვს. თუმცა ახალი ინვესტორი შემოვიდა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა საქართველოში და შესაბამისად, უახლოეს მომავალში, ალბათ ეს პრობლემები გამოსწორდება", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე.
სესიაზე კომპანია GWP ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილმა და ალექსანდრე რაქვიაშვილმა გააკრიტიკეს.