საზოგადოება
27/01/2022

NDI: უმეტესობის თქმით, პანდემიასთან დაკავშირებით ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობას კორონავირუსის პანდემიის უახლოეს მომავალში დასრულების მოლოდინი არ აქვს, პირიქით, გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის. 

2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, გამოკითხული მოსახლეობის 31% აცხადებს, რომ პანდემიასთან მიმართებაში ყველაზე ცუდი უკან დარჩა, 37%-ის თქმით, ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის, 12%-სთვის კი, კორონავირუსი დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. 

მოსახლეობაში კოვიდვაქცინის მიმართ უნდობლობა ისევ მაღალია. 

Businesspartner