საზოგადოება
01/02/2022

"მწვანე პასპორტის” გაუქმება არ ნიშნავს რეგულაციებისა და ვაქცინაციის კამპანიის შესუსტებას"

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუანიას განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ "მწვანე პასპორტის" სავალდებულო მოთხოვნა მოიხსნას, მაგრამ ეს არ ნიშნავს რეგულაციებისა და ვაქცინაციის კამპანიის შესუსტებას.

"ბევრმა ქვეყანამ მშეცვალა "მწვანე პასპორტის" მოთხოვნები. მაგალითად, სავალდებულო გახადა ბუსტერ დოზა, PCR ტესტირებაზე გააკეთა მეტი აქცენტი. თუმცა იმ ფორმით, როგორც ჩვენ გვაქვს "მწვანე პასპორტი" და ეს არის სამი ძირითადი კრიტერიუმი, რეინფიცირების მაღალი მაჩვენებლის პირობებში, არ ქმნის სრულ გარანტიას.

აღსანიშნავია, რომ როდესაც 1 დეკემბრიდან "მწვანე პასპორტი" ამოქმედდა, ნოემბრის მეორე ნახევარში და შემდეგ დეკემბრის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ ვაქცინაციის სტიმულირება ორივე ასაკობრივ ჯგუფში: ხანდაზმულებში, რაც წახალისების მექანიზმს უკავშირდება და ახალგაზრდებში, რაც მწვანე პასპორტის ეფექტმა მოიტანა. ეს გადაწყვეტილება ვაქცინაციაზე არ იმოქმედებს და აქტიურად გაგრძელდება იმუნიზაციის პროცესი.' –აცხადებს თამარ გაბუნია.

შეგახსენებთ, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭომ "მწვანე პასპორტის" გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023