საზოგადოება
24/09/2021

მოზარდების ვაქცინაციაზე იმუნიზაციის საბჭო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებს

12 წლის ზემოთ მოზარდების კოვიდვაქცინაციასთან დაკავშირებით იმუნიზაციის საბჭოს დასკვნა მომავალ კვირას ექნება. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დასკვნის საფუძველზე იმსჯელებენ, ვაქცინაციას ყველა მოზარდს შესთავაზებენ, თუ გარკვეულ ჯგუფს. 

"ვფიქრობ, მომავალ კვირაში დასკვნა იქნება. იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვაქცინას ყველას შევთავაზებთ, თუ გარკვეულ ჯგუფს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ინფორმაციისთვის, საქართველოში 12 წლიდან ზემოთ რამდენიმე მოზარდი უკვე აიცრა. თუმცა, აცრეს მხოლოდ ისინი, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ.