მოსახლეობის რა ნაწილი აიცრება წლის ბოლომდე - კოვიდვაქცინაციის დაწყების მოლოდინში
როგორც ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, აცრებს 40-მდე ბრიგადა ჩაატარებს. თითოეული ბრიგადა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადებული 3 ადამიანისგან შედგება - ამცრელი, ექიმი და რეგისტრატორი. მაშინ აღინიშნა, რომ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია.
სამედიცინო პერსონალის აცრის შემდეგ ხანდაზმულთა სახლების ბენეფიციარები და პერსონალი აიცრება, შემდეგ - ასაკობრივი გრადაციით განსაზღვრული პირები და სხვა ჯგუფები.
როგორც ცნობილია, AstraZeneca-ს ვაქცინა ორჯერადად კეთდება, რევაქცინაცია 8-დან 12 კვირის ფარგლებშია რეკომენდებული. ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე პარტია, 86 000 დოზა საქართველოში აპრილის მეორე ნახევარში შემოვა.