საზოგადოება
13/03/2021
საქართველოში კოვიდვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყება
საქართველოში კოვიდვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყება. „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა, რომელიც თბილისში დღეს ჩამოვიდა, რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში შაბათ-კვირას გადანაწილდება.
ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება.
პირველ ეტაპზე აიცრება ის პერსონალი, რომელთაც COVID-ინფიცირების სტატუსი ბოლო 120 დღის მანძილზე არ აქვთ. ბოლო მონაცემებით ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია 64 051 პირი, რომელთაგან აცრას დაქვემდებარებული პირების რაოდენობა 54 000-ს შეადგენს.
ვაქცინაციის პროცესის დაწყებისათვის სამედიცინო პერსონალის და პროცესში ჩართული პირების ტრენინგები უკვე დასრულებულია.
აცრა ნებაყოფლობითია.