საზოგადოება
26/01/2021

ტიკარაძე: მოქალაქეების დაახლოებით 42% ვაქცინაციის პროცესს უნდობლობას უცხადებს

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების დაახლოებით 42% ვაქცინაციის პროცესს უნდობლობას უცხადებს.

ეკა ტიკარაძის განმარტებით, ეს კვლევა მისმა უწყებამ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ჩაატარა.

"მოქალაქეების დაახლოებით 42% ვაქცინაციის პროცესს უნდობლობას უცხადებს. მიმდინარეობს შესაბამისი მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინის პოპულარიზაცია. ჩვენ ვენდობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებულ სანდო ვაქცინას და ქვეყანაში არ შემოვა არც ერთი ვაქცინა, რომელსაც მაღალი ნდობის სტატუსი არ ექნება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დაფიქრდნენ, რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდება მთავრობა ამ გადაწყვეტილებას",- განაცხადა ტიკარაძემ.