საზოგადოება
11/05/2022

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალური დახმარების ინდექსაციაზე მუშაობს

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალური დახმარების ინდექსაციის წესზე მუშაობს. ამის შესახებჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. 

"მიმდინარეობს მუშაობა სოციალური პაკეტის ინდექსაციის სამართლებრივი მექანიზმების შექმნასთან დაკავშირებით, რათა სოციალური პაკეტის ოდენობის ყოველწლიური ზრდა გარანტირებული იყოს საკანონმდებლო დონეზე", - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ. 

შეგახსენებთ, პარლამენტში სოციალური დახმარების ინდექსაციაზე კანონპროექტი ოპოზიციონერ დეპუტატებსაც აქვთ დარეგისტრირებული. 

Businesspartner