საზოგადოება
05/10/2021

იმუნიზაციის საბჭო 12 წლიდან მოზარდების აცრაზე და ბუსტერ დოზაზე გადაწყვეტილებას მიიღებს 

მიმდინარე კვირას იმუნიზაციის საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას 12 წლიდან მოზარდების კოვიდვაქცინაციასთან დაკავშირებით. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნულიცენტის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ საკითხზე კონსესუსი უკვე თითქმის მიღწეულია. 

გარდა ამისა, იმუნიზაციის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზასთან დაკავშირებით. 

შეგახსენებთ, საქართველოში 12 წლის ზემოთ ასაკის რამდენიმე მოზარდი უკვე ვაქცინირებულია.