საზოგადოება
22/01/2021

იენს სტოლტენბერგი: მოვუწოდებთ რუსეთს, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გაიყვანოს ჯარები

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სივერენიტეტს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების ფარგლებში.

„მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის გამოწვევებისა, ნატო და საქართველო პარტნიორობის გაძლიერებას აგრძელებს. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება და გაიყვანოს იქიდან ჯარები“,- აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივანი გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

„რუსეთი დადანაშაულებულია ადამიანის უფლებების დარღვევაში, ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს და პატივი სცეს საქართველოს ტერიტოიულ მთლიანობას“,- აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის ომის საქმე მოიგო. სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022