საზოგადოება
21/01/2021

სტრასბურგის სასამართლო: რუსეთის მიერ კონვენციის დარღვევის ფაქტები დადასტურდა 

სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (II) დამტკიცდა, რომ რუსეთის ფედერაციის გარკვეულმა ადმინისტრაციულმა პრაქტიკამ, 2008 წლის აგვისტოში, დაარღვია კონვენცია, ორ სახელმწიფოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე.

სასამართლოს აზრით, საბრძოლო მოქმედებების აქტიურ ეტაპზე (2008 წლის 8-დან 12 აგვისტომდე) მომხდარი მოვლენები არ შედიოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში. ამასთან, მან დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ ”ეფექტური კონტროლი” განახორციელა სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთსა და ”ბუფერულ ზონაზე” 2008 წლის 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსული ჯარების ოფიციალური გაყვანის დღიდან.

ამ პერიოდის შემდეგ, რუსეთის სიძლიერე და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლების დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე მიუთითებდა იმაზე, რომ გრძელდებოდა ”ეფექტური კონტროლი” სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე. ამიტომ სასამართლომ დაასკვნა, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ მომხდარი მოვლენები - ეს არის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ - რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში შედის. მან დაადგინა კონვენციის მთელი რიგი დარღვევები", – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს მიერ.

„ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს, როგორც მთავრობას და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, უახლოეს პერიოდში უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით, ამ ნაწილში ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებით და რომელსაც საზოგაოდებას უახლოეს პერიოდში გავაცნობთ“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022