გაძვირდება თუ არა წიწიბურა
მას შემდეგ რაც რუსეთმა წიწიბურას ექსპორტი დროებით შეაჩერა, აქტიურად დაიწყო საუბარი ამ პროდუქტის დეფიციტსა და ფასის ცვლილებაზე.
მიზეზი ისააა, რომ საქართველოში წიწიბურას უდიდესი წილი, 90%-ზე მეტი სწორედ რუსეთიდან შემოდის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, დღეისათვის ქვეყნას წიწიბურას 2 თვის მარაგი აქვს, ამიტომ დეფიციტის საფრთხე არ არსებობს. ამავდროულად რითეილ სექტორში კი, ამბობენ, რომ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე მოსახლეობამ პროდუქტის ყიდვა აქტიურად დაიწყო, რაც არსებული მარაგების დაგეგმილზე მალე ამოწურვას გამოიწვევს. პროდუქტის ისედაც გაზრდილი ფასი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შენარჩუნდება, თუ იმპორტი რომელიმე სხვა ქვეყნით ჩანაცვლდება.
„წიწიბურას ფასი, ისევე როგორც თითქმის ყველა დანარჩენი პროდუქტის, იქნება მსოფლიო ტენდენციაზე მიბმული და იმედი მაქვს, მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. რუსეთი მთავარი მომწოდებელი იყო გადაზიდვის სიიაფის გამო. სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი წიწიბურას ფასი დამოკიდებული იქნება იმაზეც, მაგალითად, როგორ მოხდება ტრანსპორტირება, გემით თუ მატარებლით და როგორი იქნება მოწოდების ხარჯები,“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსოფლიოს საფასო პოლიტიკაზე და საქართვეოლოში იმპორტირებული პროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობა მსოფლიო ბაზარზეც გაძვირდა. თუმცა, მინისტრის მოადგილე იმედოვნებს, რომ მნიშვნელოვანი საფასო ცვლილებები არც წიწიბურაზე და არც სხვა სასაქონლე ჯგუფებზე აღარ დაფიქსრდება, რადგან გაზაფხულია და ახალი პროდუქციის მიღების ტენდეციებიც იკვეთება.
რუსეთის მთავრობამ 5 ივნისიდან 31 აგვისტომდე ქვეყნიდან ბურღულეულის ექსპორტი უკვე შეზღუდა. მიზეზი წიწიბურას შიდა ბაზრისთვის აუცილებელ პროდუქტად განსაზღვრაა.