კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
თბილისისა და ბათუმის სასტუმრო "რადისონში" მდებარე კაზინო "ივერიამ" 2022 წლის შემოსავლები თითქმის გაიორმაგა - y.y ზრდამ 90.4% შეადგინა.
შემოსავლებმა კაზინოების მიხედვით (წახალისებების და ბონუსების გამოკლების გარეშე), ჯამში ₾182.7 მლნ შეადგინა, რომლის 64% თბილისის კაზინო "ივერიაზე" მოდიოდა.
კაზინო ივერიას შემოსავლები თბილისსა და ბათუმში:
|
2022 |
2021 |
კაზინო ივერია - თბილისი |
₾116.9 მლნ |
₾50.03 მლნ |
კაზინო ივერია - ბათუმი |
₾65.8 მლნ |
₾46.8 მლნ |
სულ |
₾182.7 მლნ |
₾96.9 მლნ |
ამასთანავე, კაზინოს მომსახურების საკომისიოდან მიღებული ხარჯი და კლიენტთა წახალისებები და ბონუსები კაზინოებისთვის ₾27.5 მლნ-ს შეადგენდა. აღნიშნული ხარჯი კი, თავის მხრივ, წარმოადგენს კაზინოს მომხმარებლებზე მიწოდებულ უფასო მომსახურებას და საქონელს, მაგალითად: წასახემსებელი, სასმელი, სიგარეტი, საჭმელი, სასტუმროს ოთახები
რედისონ ბლუ თბილისსა და ბათუმში, თვითმფრინავის ბილეთები და ა.შ.
აღნიშნულის გამოკლებით, ივერიამ სულ ₾155.1 მლნ-ის შემოსავალი მიიღო, რომლის წყაროც ძირითადად უკავშირდება კაზინოს თამაშებს, როგორებიცაა პოკერი, ბაკარა, ბლექ ჯეკი, ამერიკული რულეტი და სლოტ აპარატები.
კაზინო ივერიას შემოსავლები საქმიანობის მიხედვით (თბილისი და ბათუმი):
ივერიას შემოსავლები საქმიანობის მიხედვით |
2022 |
2021 |
შემოსავალი კაზინოს ლაივ თამაშებიდან |
100.7 მლნ ₾ |
57.96 მლნ ₾ |
შემოსავალი კაზინოს სლოტ აპარატებიდან |
54.4 მლნ ₾ |
23.5 მლნ ₾ |
სულ შემოსავალი კაზინოების საქმიანობიდან |
155.1 მლნ ლ |
81.5 მლნ ₾ |
რაც შეეხება წმინდა საოპერაციო მოგებას 2022-ში, თბილისის კაზინომ ₾55.3 მლნ (+130%, y.y), ხოლო ბათუმის კაზინომ ₾6.8 მლნ (-28%, y.y) დაწერა.
ზრდის მაღალი მაჩვენებლები 2020-2021 წლებში კოვიდ პანდემიას და შემდგომ პერიოდში, ტურიზმის აღდგენას უკავშირდება. კაზინო ბიზნესი თავის მხრივ მშობელი კომპანიის შემოსავლებში 63%-იან წილს იკავებს.
ცნობისთვის, კაზინოს ნებართვა მიიღება ყოველწლიურად ₾5 მლნ-ის გადახდის საფუძველზე, რათა კაზინომ იმუშაოს გადახდის თარიღიდან 12 თვის განმავლობაში. ყოველ წელს ჯგუფი იღებს ახალ ნებართვას. ბათუმში კაზინოს ფუნქციონირების ნებართვა წლიურად 250 ათასი ლარი ღირს. სხვაობა ნებართვის ღირებულებაში საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება და კაზინოს საქმიანობის ადგილმდებარეობას უკავშირდება. 2021-ში, გამონაკლისის სახით, კოვიდ პანდემიის გამო თბილისის კაზინო ივერიამ შეღავათი მიიღო და სალიცენზიო მოსაკრებელი ₾2.5 მლნ-მდე გაუნახევრდა.
COVID 19-ის შემდეგ, ბათუმის კაზინომ საქმიანობა 2021 წლის აპრილში განაახლა, ხოლო თბილისში კაზინომ ივლისში.