ბიზნესი
05/05/2021
ქართულ მაღაზიათა ასოციაცია: მოსახლეობამ წიწიბურას აქტიურად შესყიდვა დაიწყო
„მოსახლეობამ უკვე დაიწყო წიწიბურის აქტიურად შესყიდვა, რაც, სავარაუდოდ, არსებული მარაგების დაგეგმილზე ადრე ამოწურვას გამოიწვევს", - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ ქართულ მაღაზიათა ასოციაცის ხელმძღვანელმა, სანდრო სუბელიანმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მაღაზიებს გარკვეული მარაგი ნამდვილად აქვთ, თუმცა თუ იმპორტი სხვა ქვეყნებით არ ჩანაცვლდება, არა მხოლოდ დეფიციტი გაჩნდება, არამედ ისედაც გაზრდილი ფასი კიდევ უფრო მოიმატებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი წიწიბურას ექსპორტს 5 ივნისიდან 31 აგვისტომდე შეაჩერებს. აკრძალვის საფუძველი მთავრობის მიერ წიწიბურას შიდა ბაზრისთვის აუცილებელ პროდუქტად განსაზღვრა გახდა. განკარგულების თანახმად, გამონაკლისი მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების ნაწილში დაიშვება. საქართველოში წიწიბურას თითქმის 100% სწორედ რუსეთიდან შემოდის.