საზოგადოება
26/04/2022

10 000 ლარი მანქანის სანომრე ნიშნისთვის - რამდენი ძვირადღირებული ნომერი გაიცა 2021 წელს

2021 წელს ინდივიდუალური წესით დამზადებული ავტომობილის 627 სანომრე ნიშანი გაიცა, რომლის ღირებულებაც 10 000 ლარია. ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორის" მიერ შსს-ს მომსახურების სააგენტოსგან გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ინდივიდუალური წესით დამზადებული სანომრე ნიშნებია დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ციფრის/ციფრების ან ლათინური ასო/ასოებისა და ციფრის/ციფრების კომბინაცია. აგრეთვე, ლათინური შრიფტი, რომელიც შედგება დაინტერესებული პირისათვის სასურველი ასოთა ან/და ციფრთა კომბინაციისგან. ერთი წყვილის გაცემის საფასურია 10 000 ლარი. 

ამ სტატისტიკის მიხედვით 2021 წელს ინდივიდუალურ სანომრე ნიშნებზე საქართველოს მოქალაქეებმა სულ 6.27 მლნ ლარი დახარჯეს.

შსს-ს მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, სტანდარტული ნომრის გაცემის ფასი 35 ლარს შეადგენს.

 

Businesspartner