საზოგადოება
24/11/2021

დაჩი ჭოლაძე გლობალური კომპანია SpinCar-ის ინოვაციების მთავარი ოფიცერი გახდა

ქართული სტარტაპი Pulsar AI-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი დაჩი ჭოლაძე ციფრული საავტომობილო სავაჭრო პროგრამებისა და მონაცემების გლობალური კომპანია SpinCar-ის ინოვაციების მთავარი ოფიცერი გახდა (CIO).

დაჩი ჭოლაძე ახლა უკვე SpinCar–ის ტექნოლოგიისა და პროდუქტის ინოვაციების კვლევის, იდენტიფიცირებისა და კომერციალიზაციის მიმართულებით იმუშავებს, რაც განაპირობებს ყოვლისმომცველ ტრანსფორმაციას ავტო საცალო ვაჭრობისა და OEM-ებისთვის, გლობალურად.

აღსანიშნავია, რომ SpinCar-ი აღმასრულებელ გუნდს აფართოებს, რათა ფეხი აუწყოს მსოფლიოში არსებულ მზარდ მოთხოვნას, მის ციფრულ ჩართულობას, სავაჭრო და AI გადაწყვეტილებებს. ჭოლაძის დანიშვნა ხაზს უსვამს გლობალურად მასშტაბურ ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ფოკუსირებას.

"SpinCar-ი ხელმძღვანელობს რევოლუციას ციფრულ ჩართულობაში, ხელოვნური ინტელექტის კომუნიკაციებსა და მყიდველების ქცევითი მონაცემების გამოყენებაში ყოვლისმომცველი პერსონალიზაციის მასშტაბის გასაუმჯობესებლად. აღფრთოვანებული ვარ კომპანიის გლობალური ინოვაციური მცდელობების სათავეში ყოფნით და მოუთმენლად ველი მეცნიერთა, დეველოპერებისა და პროდუქტის მენეჯერების გუნდთან მუშაობას ახალი ტექნოლოგიური აპლიკაციების კომერციალიზაციისთვის, რომლებიც ქმნიან მნიშვნელოვან ბიზნესს ყველა ზომის და ტიპის დილერებისთვის," – აღნიშნავს დაჩი ჭოლაძე.

როგორც SpinCar-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხდა, დაჩის მნიშვნელოვანი გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის აპლიკაციებში კომპანიას საშუალებას მისცემს პლატფორმაზე ახალი პროდუქტების განვითარება დააჩქაროს. "მოხარულები ვართ, რომ ის ჩვენი კომაპანიის ინოვაციების მთავარი ოფიცერია," – თქვა დევინ დალიმ.  

შეგახსენებთ, რომ Pulsar AI საქართველოში დაფუძნებული სტარტაპია, რომელმაც ავტომანქანის დილერებისთვის, დიალოგების ავტომატიზაციის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მოწინავე ტექნოლოგია შექმნა. 2021 წლის მაისში კი Pulsar AI SpinCar-მა შეიძინა.

SpinCar-ი ციფრული საავტომობილო სავაჭრო პროგრამებისა და მონაცემების გლობალური კომპანიაა, რომლის გადაწყვეტილებებიც მანქანის გამყიდველებს საშუალებას აძლევს, მომხმარებლებს მაღალი პერსონალიზებული გამოცდილება შესთავაზონ. დღემდე, კომპანიამ 40-ზე მეტ ქვეყანაში, 2 მილიარდზე მეტი მყიდველის ურთიერთობა აწარმოა.