სტარტაპი
11/05/2021

გლობალურმა კომპანია SpinCar-მა ქართული სტარტაპი იყიდა – Pulsar AI-ს ღირებულებამ ათეულ მილიონს გადააჭარბა

ციფრული საავტომობილო სავაჭრო პროგრამებისა და მონაცემების გლობალურმა ლიდერმა კომპანიამ SpinCar– მა, ქართული სტარტაპის Pulsar AI შეძენის შესახებ დღეს განაცხადა, რომელმაც ავტომანქანის დილერებისთვის, დიალოგების ავტომატიზაციის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მოწინავე ტექნოლოგია შექმნა. 

Pulsar– ის ავტომატიზირებული კომუნიკაციის ტექნოლოგიის და SpinCar– ის წამყვან ციფრული სავაჭრო პროდუქტის შეთავსებით, კომპანია გააფართოებს სერვისებს, რაც ხელს შეუწყობს ონლაინ გაყიდვების ზრდას.

”Pulsar- ის გუნდმა შეიმუშავეს დღეს არსებული ყველაზე ძლიერი სასაუბრო AI შესაძლებლობები. ჩვენ სიხარულით მივესალმებით მათ SpinCar- ის ოჯახში და ველოდებით Pulsar- ის ინოვაციების დანერგვას. ეს შენაძენი საშუალებას მოგვცემს დავაჩქაროთ ჩვენი პლატფორმის გაფართოების მცდელობები ციფრული შესაძლებლობების მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, რაც მომხმარებლისათვის მანქანის ონლაინ შეძენის პროცესს, უფრო მიმზიდველს და პერსონალიზებულს გახდის.“–თქვა SpinCar- ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დევინ დალიმ.

SpinCar– ის თანადამფუძნებლის მაიკლ ქვიგლის თქმით, Pulsar– ი შესყიდვა, SpinCar– ის ზრდის სტრატეგიის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

Pulsar- ის სასაუბრო AI პლატფორმა სხვადასხვა ტექნოლოგიებთან ერთად,  ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, ონლაინ მყიდველების პერსონალურად ორმხრივ კომუნიკაციაში ჩართვის მიზნით. Pulsar– ის ავტომატიზირებული კომუნიკაციის შესაძლებლობას შეუძლია უპასუხოს შეუზღუდავი რაოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნებს ელექტრონული ფოსტით ან ტექსტური შეტყობინებით.

”SpinCar დამკვიდრდა, როგორც სანდო პარტნიორი ათასობით ავტოდილერისთვის მთელ მსოფლიოში და ჩვენ ვიზიარებთ საერთო იდეას, რომ ტექნოლოგიები ზრდის ოპერაციების ეფექტურობას, რაც მომხმარებელს უადვილებს დისტანციურ ყიდვა-გაყიდვის პროცესს.“- განაცხადა დაჩი ჩოლაძემ, Pulsar– ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ 2016 წელს ერთად დაიწყეს მუშაობა, შეიმუშავეს AI ტექნოლოგია საქართველოს ფინანსური კომპანიებისთვის. 2019 წელს სოფო ჭყოიძე შეუერთდა გუნდს და მათ ერთად დააარსეს Pulsar, რომელმაც მსოფლიოში მოწინავე Conversational AI-ის ტექნოლოგია შექმნა. ქართველ-ამერიკელი მეწარმე ჯორჯ არისონი აქტიურად უჭერდა მხარს კომპანიას და გუნდს დაეხმარა ავტოვაჭრობის სივრცეში უნიკალური შესაძლებლობის დადგენაში. კომპანიამ  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA ) მხარდაჭერაც მიიღო.

 

Businesspartner