საზოგადოება
18/02/2021

ახალი პრემიერის დანიშვნამდე მთავრობა მოვალეობის შემსრულებლად ითვლება

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერის დანიშვნამდე.

აგრეთვე, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 2 კვირის ვადაში პარლამენტი ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

თუ პარლამენტი მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობას არ გამოუცხადებს, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება დღეს დილით გააკეთა. მან მიზეზად ნიკა მელიას დაპატიმრება და გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022