მსოფლიო
18/10/2021

FAO: მსოფლიოში 2030 წლისთვის სიღარიბის აღმოსაფხვრელად წლიურად $50 მლნ-მდე ინვესტიციაა საჭირო

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) გამოითვალა, რომ 40-დან 50 მილიონ დოლარამდე ყოველწლიური, მიზნობრივი ინვესტიციაა საჭირო, რათა 2030 წლისთვის მსოფლიოში სიღარიბე აღმოვფხვრათ.

FAO-ს გენერალური დირექტორის განცხადებით, არსებობს მრავალი დაბალბიუჯეტიანი და მაღალეფექტიანი პროექტი, რომელთა წყალობითაც შესაძლებელია ასობით მილიონ ადამიანს საკვებზე უკეთესი წვდომა ჰქონდეს.

"მაგალითად, ინტერვენციებით შესაძლებელია ფერმების უკეთესი აღჭურვა ტექნოლოგიურად, ინოვაციების შეტანა ციფრულ სოფლის მეურნეობაში, ქალებისთვის მეტი ცოდნის გაზიარება, რაც, შედეგად, შიმშილის შემცირებულ მაჩვენებელს მოგვცემს. ამასთანავე, საჭიროა მონაცემთა უკეთესი შეგროვება, ძლიერი ინსტიტუციები და უკეთესი მმართველობა. ჩვენი მიდგომები ეფექტური მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ქვეყნებში ადგილობრივ მთავრობებთან და პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რადგან ტრანსფორმაციისკენ მიმავალი გზა ყველა ქვეყანას სპეციფიკური აქვს, ადგილობრივი გარემოებების გათვალისწინებით.  

ასევე, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მეცნიერები, ფერმერები და მწარმოებლები მარტო ვერაფერს გახდებიან, თუ ამ პროცესში საკუთარ როლს თითოეული მომხმარებელი არ გაიაზრებს.  გადაწყვეტილებები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიღებთ - სურსათის შერჩევა და ყიდვა, შეფუთვა, საკვების გაფუჭება და გადაყრა - გავლენას ახდენს აგროსასურსათო სისტემებზე და ჩვენი პლანეტის მომავალზე.“–აღნიშნავს, კუ დონჟუ.

მან ასევე 16 სექტემბერს, სურსათის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ყველა ჩვენგანს შეუძლია გახდეს სურსათის გმირი.

“ჩვენი ქმედებები ჩვენი მომავალია. აგროსასურსათო სისტემების გარდაქმნის პროცესი - შიმშილის დამარცხება, უკეთესი კვება, გარემოს შენარჩუნება - თქვენ და მე უნდა დავიწყოთ.“–წერს, კუ დონჟუ.

 

 

Businesspartner