Coca-cola და Danone რუსეთის ბაზარს ტოვებენ
უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელმა კომპანია Coca-cola-მ და კვების პროდუქტების მწამოებელმა კორპორაცია Danone-მა რუსეთის ბაზრის დატოვების შესახებ განაცხადეს, - ინფორმაციას republicworld.com-ი ავრცელებს.
ამას წინ უძღოდა უკრაინული სუპერმარკეტების ქსელ „სილპოს“ გადაწყვეტილება.
“ამიერიდან ჩვენ ამოვიღებთ ყველა პროდუქტს “სილპოს” თაროებიდან და შევაჩერებთ მიწოდებას. საუბარია, ისეთ უალკოჰოლო სასმელებზე როგორიცაა: Coca-Cola, Fanta, Schweppes, Sprite, BonAqua, Rich და სხვა. ⠀
ვგმობთ კომპანიის მსგავს პოზიციას და ვიმედოვნებთ, რომ ის გადაიხედება. ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ბიზნესი, რომელიც დღეს თავისუფლებაზე დგას, უკრაინელ ხალხთან გაერთიანდა”, - აცხადებდნენ გუშინ კომპანიაში. რამდენიმე საათში Coca-Cola-მ თავის პოზიციას გადახედა.
რუსეთ-უკრაინის ომის მეათე დღეა.