ბიზნესი
04/03/2022

უკრაინული "სილპო" "კოკა-კოლას" გაყიდვებს აჩერებს

უკრაინულმა სუპერმარკეტების ქსელმა “სილპომ” უარი თქვა "კოკა-კოლას" პროდუქციის გაყიდვაზე, რის მიზეზადაც კომპანია "კოკა-კოლას" მიერ რუსეთში ოპერირების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას ასახელებს. ამის შესახებ განცხადება  "სილპომ" საკუთარ Fb გვერდზე გამოაქვეყნა.
⠀
“ამიერიდან ჩვენ ამოვიღებთ ყველა პროდუქტს “სილპოს” თაროებიდან და შევაჩერებთ მომავალ მიწოდებას. საუბარია, ისეთ უალკოჰოლო სასმელებზე როგორიცაა: Coca-Cola, Fanta, Schweppes, Sprite, BonAqua, Rich და სხვა. ⠀
 
ვგმობთ კომპანიის მსგავს პოზიციას და ვიმედოვნებთ, რომ ის გადაიხედება.ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ბიზნესი, რომელიც დღეს თავისუფლებაზე დგას, უკრაინელ ხალხთან გაერთიანდა”, - აცხადებენ კომპანიაში.
 
შეგახსენებთ, რომ “სილპოს“ უკრაინის ტერიტორიაზე  329 სუპერმარკეტი აქვს. 
Businesspartner