ფინანსები
17/01/2022

Aqualia ქართული GGU-ს 65%-იან წილს $180 მლნ-ად შეიძენს

Fitch Ratings-მა Georgia Capital-ის შვილობილ Georgia Global Utilities-ს გრძელვადიანი ემიტენტის დეფოლტ რეიტინგი B+-ით განსაზღვრა, მოსალოდნელი აღდგენის რეიტინგი კი B+-დან RR4- ია.

ცვლილება იმ განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვით ესპანური კომპანია FCC Aqualia, S.A.-მ GGU-ს პარტნიორი გახდა. ტრანზაქცია ორ საფეხურს მოიცავს და მოსალოდნელია, რომ ის 2022 წლის სექტემბრის ბოლოსთვის დაიხურება, გარიგების პირველი ეტაპი იანვრის დასრულდება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ Aqualia ქართული GGU-ს 65%-იან წილს 180 მლნ დოლარად შეიძენს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, Fitch GGU-ს ბიზნეს რისკებისა და ვალის მოცულობის ცვლილებას არ ვარაუდობს.

„ჩვენ შესაძლოა მივიღოთ რეიტინგის შემცირების გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ ახალი მეწილე აგრესიულ ფინანსურ პოლიტიკას გაატარებს, რის შედეგადაც კომპანიის საკრედიტო მაჩვენებლები მიმდინარე რეიტინგის შეუსაბამო გახდება. ამის მსგავსად, ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები რეიტინგის ზრდის საფუძველი იქნება“,- ნათქვამია Ficth-ის განცხადებაში.