უმსხვილესი საექსპორტო ბაზრები - საქსტატის მონაცემები
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აპრილში 10 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.2% შეადგინა.
უმსხვილესი საექსპორტო ბაზრის ათეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
ჩინეთი, სადაც 198 654 000 დოლარის პროდუქცია გავიდა, რამაც მთლიანი ექსპორტის 16.6% შეადგინა.
რუსეთში დაახლოებით 159 611 000 დოლარის პროდუქციაა გასული, ექსპორტის მაჩვენებელი 13.3%-ია.
სამეულში შედის აზერბაიჯანი, სადაც 152 194 000 დოლარზე მეტის ქართული პროდუქცია გასული. ექსპორტი 12.7%-ია.
აზერბაიჯანის შემდეგ ყველაზე მეტი ქართული პროდუქტი თურქეთში გადის (დაახლოებით 104 464 000 დოლარი), რამაც მთლიანი ექსპორტის 8.7% შეადგინა.
შემდეგ ადგილზეა უკრაინა, სადაც დაახლოებით 97 525 000 დოლარის ქართული პროდუქცია გავიდა, ექსპორტის მაჩვენებელი 8.1%-ია.
ბულგარეთში 85 630 000 დოლარის ქართული პროდუქცია გავიდა, რამაც მთლიანი ექსპორტის 7.1% შეადგინა.
სომხეთი - გასულია 53 744 000 დოლარის პროდუქცია, ექსპორტის მაჩვენებელი 4.5%-ია.
აშშ-ში დაახლოებით 38 276 000 დოლარის პროდუქცია გავიდა, რამაც მთლიანი ექსპორტის 3.2% შეადგინა.
უზბეკეთში გასულია 23 988 000 დოლარის ქართული პროდუქცია. ექსპორტის მაჩვენებელია 2%.
ათეულის ბოლო ადგილზეა შვეიცარია, სადაც 23 158 000 დოლარამდე ქართული პროდუქციაა გასული, ექსპორტის მაჩვენებელი 1.9%-ია.
დანარჩენ ქვეყნებში სულ 261 468 000 დოლარამდე პროდუქცია გავიდა.
2021 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრანტებმა დაიკავა, მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები, მესამე ადგილს ფეროშენადნობები იკავებს.